CNN: აშშ უკრაინაში დამატებითი იარაღის გაგზავნას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, რუსეთის შესაძლო შემოჭრის რისკის გამო, უკრაინაში დამატებითი იარაღის გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

მისი ცნობით, საუბარია სამხედრო მრჩევლებზე და ახალ აღჭურვილობაზე. პაკეტში, შესაძლოა, იყოს ახალი ტანკსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები Javelin, ასევე ნაღმმტყორცნები. ასევე განიხილება საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემა, როგორიცაა რაკეტები Stinger.

CNN წერს, რომ თავდაცვის უწყება უკრაინაში გეგმავს იმ აღჭურვილობის გაგზავნას, რომელიც ავღანეთში უნდა ჩაეტანათ. ჩამონათვალში შედის შვეულმფრენები Mi-17.

ამასთან, ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ Stinger-ებისა და შვეულმფრენების უკრაინაში გაგზავნა რუსეთმა, შესაძლოა, კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციად განიხილოს.

გარდა ამისა, წყაროებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ევროპელ მოკავშირეებთან, რათა შეიმუშაონ ახალი სანქციების პაკეტი, რომელიც რუსეთის შემოჭრის შემთხვევაში ამოქმედდება.

ცნობისთვის, Bloomberg-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვამ ევროპელ მოკავშირეებს გაუზიარა თავისი მონაცემები, რუკების ჩათვლით, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ სწრაფი ფართომასშტაბიანი შეტევის სცენარს რამდენიმე მიმართულებით და შემდგომ გრძელვადიან ოკუპაციას განიხილავს, თუ ვლადიმერ პუტინი შეჭრას გადაწყვეტს.

კომენტარები
იტვირთება...