CNN: აშშ-ში, მიუხედავად მოსახლეობის მასიური ვაქცინაციისა, COVID19-ის შემთხვევათა აქტიური ზრდა ფიქსირდება

აშშ-ში COVID19-ის შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მიუხედავად მოსახლეობის მასიური ვაქცინაციისა. ამის შესახებ სამშაბათს CNN–მა განაცხადა.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციის საფუძველზე გამოითვლის, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, ქვეყანაში, საშუალოდ, დღეში 67 ათასზე მეტი ახალი ინფექცია დაფიქსირდა, რაც თითქმის 25%-ით მეტია ვიდრე წინა თვის მონაცემი.

აღნიშნულია, რომ მიუხედავად აქტიური ვაქცინაციისა, ზოგიერთ შტატში ინფიცირების ისევ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება და ქვეყანა ეპიდემიოლოგიური ვითარების ისევ რთულ ფაზაში იმყოფება.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის 31,7 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 567 729 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ორივე მაჩვენებლის მიხედვით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...