CNN: აშშ-ში COVID19–ით ინფიცირებულთა 83% დელტა შტამითაა დაავადებული

შეერთებულ შტატებში COVID19–ით ინფიცირებულთა 83% დელტა შტამით არის დაავადებული, რაც 50% –ით მეტია, ვიდრე ივლისის დასაწყისში. ამის შესახებ დოქტორ როშელ ვალენსკიმ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა განაცხადა, წერს CNN.

მან აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ვაქცინაციაა. მან დაამატა, რომ დელტა შტამი, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე სხვა სახის ვირუსი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ახალი ყოველდღიური შემთხვევების საშუალო რიცხვი შეერთებულ შტატებში 66% -ით არის გაზრდილი გასული კვირასთან შედარებით და 145% -ით ორი კვირის წინანდელთან შედარებით. გარდა ამისა, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით 26% -ით გაიზარდა.

კომენტარები
იტვირთება...