“ჩვენი თხოვნაა, ნებართვის გარეშე არ შეხვიდეთ იქ, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოებია”

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეები მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით უნდა ჩაერთონ.

"ჩვენი სათხოვარი იქნება, ჩვენი ნებართვის გარეშე არ შევიდნენ იქ, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სხვა რაიმე შეზღუდვა არ არსებობს. რაც შეეხება სასმელ წყალს, ყოველდღიურად მოგვდის რეპორტები და ჩვენი მონაცემებით, ონკანის წყალი უსაფრთხოა",-განაცხადა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, 13 ივნისს ძლიერი წვიმის გამო თბილისში 19 მოქალაქე დაიღუპა. გმირთა მოედანზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე და ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის მაშველები 3 დაკარგულ მოქალაქეს ეძებენ. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 10 000 ლარს მიიღებენ. მიყენებული ზარალი კი 100 მილიონ ლარად ფასდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...