“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”: მოვითხოვთ, გადადგეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური

პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

პარტიაში აცხადებენ, რომ ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით საგამოძიებო უწყებას ხელისუფლება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის იყენებს და შესაბამისად, სამინისტროს მუშაობა არაეფექტურია.

ამის შესახებ პარტიის წევრებმა, პარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრებმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს.

“ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საბურთალოზე, ვაკეში, დიდუბე-ჩუღურეთში, ბათუმში, გურიაში, გორში, სადაც ასევეა კანდიდატი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალოვან უწყებებთან შეთანხმებით დაყენებული “ქართული ოცნებიდან”, აქტიურად ხდება პოლიციური ძალების კონცენტრირება “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ირგვლივ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი”,- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს “ქართული ოცნება” არჩევნებისთვის იყენებს, ამიტომ სხვადასხვა დანაშაულის გამოძიება არაეფექტურად ან საერთოდ არ ხდება.

“ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ მოითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, რადგან ის ვერ ართმევს თავს თავის ბუნებრივ ფუნქციას, რომ უზრუნველყოს დანაშაულის პრევენცია, არამედ დაკავებულია წინასაარჩევნო კამპანიით და ახდენს პოლიციის პოლიტიზირებას, რაც დამანგრეველია”,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად