ჩვენი კარი ღიააა – გერმანიის მოსახლეობა მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს

მიუნხენის თავდასხმის შემდეგ, გერმანიის მოსახლეობა ქუჩაში მყოფ  ადამიანებს დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. სოციალურ ქსელში უკვე გამოჩნდა  doors.21 minutes ago

 

შეგახსენებთ, რომ დღეს მიუნხენის სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაზე" თავდასხმა განხორციელდა. ბავარიის შს მინისტრის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში მომხდარ  შეაიარაღებულ თავდასხმას ამ დროისთვის არსებული მონაცემებით სამი ადამიანი ემსხვერპლა. 

თავდამსხმელმა სავარაუდოდ მინიმუმ 30-ჯერ გაისროლა. პოლიციისა და თვითმხილველების განცხადებით, სავაჭრო ცენტრის შენობაში თანამშრომლები იმყოფებიან. არიან თუ არა ისინი მძევლად აყვანილი, ეს ჯერჯერობით უცნობია.

BBC, გერმანულ Sueddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიუნხენის სავაჭრო ცენტრში სროლას მსვერპლი მოჰყვა. აგრეთვე ვრცელდება ვიდეოკადრები, თუ როგორ გარბის ხალხი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიიდან. გერმანიის პოლიციამ მოსახლეობას სახლში დარჩენისა  და სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად