“ჩვენი გუნდის შესანიშნავი თამაში საქართველოსთან, რომელიც ნამდვილად არ დაგვივიწყდება”

ასე ეხმაურება პორტუგალიის რაგბის ფედერაცია თავის საიტზე საქართველოსთან პორტუგალიის თამაშს.

რაგბი ევროპა 2020-ის მეოთხე ტურში პარიზის “სტად ჟან ბუენზე” მასპინძლის როლში მყოფი “მგლები” (პორტუგალიელ მორაგბეთა მეტსახელი) “ბორჯღალოსნებს” დაუხვდნენ.

 

პორტუგალიელებმა ფავორიტად მიჩნეულ “ბორჯღალოსნებს” შეუპოვარი ბრძოლა გაუჩაღეს და მატჩის მსვლელობის დროს რამდენჯერმე დაწინაურდნენ კიდევაც – 23-ე წუთზე 14:12, 41- წუთზე 19:17, 42-ე წუთზე 21:17 და ბოლოს, 64-ე წუთზე – 24:21.

 

“ბორჯღალოსნებმა” მატჩის ბოლოსკენ შეძლეს მეტოქის “წელში გადატეხა” და ჯერ საჯარიმო ლელოთ დაწინაურდნენ 69-ე წუთზე, შემდეგ კი 71-ე წუთზე დემურ თაფლაძემ და 74-ე წუთზე იოსებ მათიაშვილმა დადეს ლელოები

 

 

“ბორჯღალოსნებმა” 39:24(17:14) გაიმარჯვეს, 4 ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვეს და ბოლო ტურის წინ ევროპა 2020-ის გამარჯვებულები გახდნენ.

 
3′ შალვა მამუკაშვილი, ლელო – 0:5
4′ სოსო მათიაშვილი, გარდასახვა – 0:7
6′ მანუელ პინტუ, ლელო – 5:7
7′ დენი ანტუნესი, გარდასახვა – 7:7
9′ ბექა გორგაძე, ლელო – 7:12
22′ დენი ანტუნესი, ლელო – 12:12
23′ დენი ანტუნესი, გარდასახვა – 14:12
34′ დავით კაჭარავა, ლელო – 14:17
41′ ჟოაო ბელო, ლელო – 19:17
42′ დენი ანტუნესი, გარდასახვა – 21:17
58′ ბექა საღინაძე, ლელო – 21:22
64′ დენი ანტუნესი, საჯარიმო დარტყმა – 24:22
69′ საჯარიმო ლელო – 24:29
71′ დემურ თაფლაძე, ლელო – 24:34
74′ სოსო მათიაშვილი, ლელო – 24:39
 
“ბორჯღალოსანთა” რიგებში იყვნენ:
 
1. გიორგი თეთრაშვილი
2. შალვა მამუკაშვილი (3′ ლელო)
3. ლევან ჩილაჩავა
4. ლაშა ჯაიანი
5. დავით გიგაური
6. ბექა საღინაძე
7. გიორგი თხილაიშვილი
8. ბექა გორგაძე
9. გიორგი ბეგაძე
10. ლაშა ხმალაძე
11. ალექსანდრე თოდუა
12. ლაშა მალაღურაძე
13. დავით კაჭარავა
14. დემურ თაფლაძე (ლელო
15. იოსებ მათიაშვილი
16. გიორგი ჭყოიძე
17. გურამ გოგიჩაშვილი
18. გიორგი მელიქიძე
19. შალვა სუთიაშვილი
20. თორნიკე ჯალაღონია
21. გელა აფრასიძე
22. თედო აბჟანდაძე
23. ლაშა ლომიძე
 

მწვრთნელი: ლევან მაისაშვილი

 

ევროპის ჩემპიონატი რაგბიში 2000 წლიდან ტარდება და ამ ხნის განმავლობაში ჩატარებული 18 ჩემპიონატიდან 12 ბორჯღალოსანთა” გამარჯვებით დასრულდა. 5-ჯერ რუმინელები იყვნენ ჩემპიონები, ერთხელ კი პორტუგალიელები.

დღეს გამართული სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

 
ბელგია – ესპანეთი 23:30
რუსეთი – რუმინეთი 32:25
 
ბოლო ტურში “მუხების” (რუმინეთი), “ლომების” (ესპანეთი), შავი ეშმაკების” (ბელგია) და “მგლების” (პორტუგალია)მძლეველი ბორჯღალოსნები “დათვებს” (რუსეთი) დაუხვდებიან “მიხეილ მესხზე”
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად