”ჩვენი გუნდი უკრაინელებს დაიცავს”- პოროშენკო პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს

უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკის დატოვებას არ გეგმავს.

“ძვირფასო უკრაინელებო, მომდევნო თვიდან პრეზიდენტის თანამდებობას დავტოვებ… ასე გადაწყვიტა უკრაინელმა ხალხმა”, – განაცხადა პოროშენკომ.

მან ასევე თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ. უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პოლიტიკაში დარჩება.

“ჩვენი გუნდი უკრაინელებს დაიცავს”, – განაცხადა პოროშენკომ და საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა.

მისი თქმით, ეგზიტპოლების შედეგები აშკარაა.

პეტრო პოროშენკოს განმარტებით, ის თავის მოწინააღმდეგეს ვლადიმირ ზელენსკის დაურეკავს და არჩევნებში გამარჯვებას მიულოცავს.

პირველი ოფიციალური ეგზიტპოლის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა და მსახიობმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ხმათა 73,7% დააგროვა, ხოლო პეტრო პოროშენკომ ამომრჩეველთა ხმების 26.3%.

დღეს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...