ჩვენი ძირითადი მიზანი ჰიდრორესურსების ათვისებაა ალტერნატიულ ენერგიასთან ერთად

NULL

საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.

„ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ სვანეთში ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე აშენდება. როგორც ცნობილია კასკადი გააერთიანებს 4 ჰიდროელექტროსადგურს: „ლუჯი ჰესი“, „მუხრა ჰესი“, „ლენტეხი ჰესი“ და „ცაგერი ჰესი“. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $723 მლნ ამერიკულ დოლარია. მისი საერთო დადგმული სიმძლავრე 347.1 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 1,743.7 მლნ კვტ/სთ.

პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, რომელმაც საქართველოში ჰიდრორესურსების ათვისების აუცილებლობზე ისაუბრა, ასევე კალაძის განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილია ინვესტორთა ინტერესი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმართ

“მოგეხსენებათ საქართველოს ენერგეტიკა ბოლო წლებია განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის ცენტრშია. გამოკვეთილად მნიშვნელოვანია დარგში განხორციელებული ინვესტიციების წვლილი ჩვენს ეკონომიკაში. ჩენი ძალისხმევით საქართველო, რომელიც განვითარების გზაზეა, უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისათვის. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას და უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას.

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ–ერთი ძირითადი მიზანი არის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება. მე არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის რომ უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლოთ და გავხდეთ ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა.

დღევანდელი რეალობა არის ის, რომ ჩვენ განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, სექტემრიდან მარტის თვის ჩათვლით ვახორციელებთ ელექტროენერგიის ძალიან დიდი მოცულობით იმპორტს, თუმცა იმ რესურსების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, რეალურად გვაქვს იმის შანსი და შესაძლებლობა უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა და მეტიც, შევძლოთ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის თურქეთში და თურქეთს გავლით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში რეალიზაცია”, – განაცხადა კახა კალაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად