ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს – ამ სახელწოდებით გამოფენა ვენაში გაიმართა

ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ექსპრომტად აფხაზეთის თემატიკაზე ნამუშევრები შექმნეს, რომელიც მომოვალში ალბომად გამოიცემა.

პროექტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოზარდებიც ჩაერთნენ, რომლებმაც საკუთარი თვალით დანახული აფხაზეთი ფურცლებზე გააცოცხლეს. პარალელურად, ოთხი დღის განმავლობაში სათვისტომოს საკვირაო სკოლაში მასტერკლასები მიმდინარეობდა. 

დღესვე საკვირაო სკოლაში ქართული კუთხე გაიხსნა. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ ვენაში მცხოვრებ სათვისტომოს წიგნები გადასცა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...