„ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!“- პოსტერები ამ სლოგანით ქუთასის ქუჩებში გამოჩნდა

პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულება ( სემეკი, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი) რომლებიც „ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქუთაისიდან გადაიტანა.

„ამ ფორმით პოსტერაქციის ავტორი მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს თანაქალაქელებს 31 ოქტომბერს მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს”, – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად