რამდენია ვაისის ხელფასი და რამდენს იღებენ ევროპის წარმატებული გუნდის მწვრთნელები

2017 წელს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ეროვნული ნაკრების თავკაცი, ვლადიმირ ვაისი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიო შესარჩევის ჯგუფში ჩარჩა, კონტრაქტით გათვალისწინებულ ბონუსს მაინც მიიღებდა…

ამასთან დაკავშირებით, სფფ-ს ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა. აღნიშნული ბონუსი, ერთ მოგებულ თამაშზე 37 500 დოლარს შეადგენს. ლევან კობიაშვილის განმარტებით, მნიშვნელობა არ აქვს იმას, საქართველომ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა თუ არა. სლოვაკს ჯგუფში სამეულის დაკავებაზე ცალკე ბონუსი აქვს, რაც პირველი სამი ადგილისთვის შემდეგ თანხას შეადგენს: III ადგილი – 375 ათასი დოლარი II – 562 ათასი დოლარი I – 1 000 000 დოლარი ვლადიმირ ვაისთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ხელშეკრულება 2016 წლის 1 მარტს გააფორმა და მისი მოქმედების ვადა 2017 წლის დეკემბრის ბოლოს იწურება.

ვაისის ხელფასი თვეში 25 ათასი დოლარით განისაზღვრება (ხელზე ასაღები თანხა 20 ათასი დოლარი). რაც შეეხება საბონუსე სისტემას, სლოვაკ სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულებით, მოგებულ თამაშზე, ერთი ქულა 12 500 დოლარად ფასდება, ჯამში ეს 37 500 დოლარია და კონტრაქტით, მას ფრეზე თანხა არ ერგება.

როგორც ამბობენ, ვაისის ხელფასი კიდევ გაიზარდა…

პოპულარული სპორტული ტაბლოიდები პერიოდულად აქვეყნებენ ხოლმე ცნობებს სპორტსმენთა და მათი მწვრთნელების შემოსავლების შესახებ. “აიპრესი” მკითხველს FootballFinance და mundodeportivo-ს მიერ
ევროპის წარმატებული საფეხბურთო ნაკრების გუნდების მწვრთნელთა ხელფასებზე გამოქვეყნებულ მონაცემების გაცნობას სთავაზობს.

ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდების მწვრთნელთა ხელფასები:

როი ჰოჯსონი, ინგლისი – 5 000 000 ევრო
ანტონიო კონტე, იტალია – 4 600 000 ევრო
ფათიჰ თერიმი, თურქეთი – 3 500 000 ევრო
იოახიმ ლოვი, გერმანია – 3 200 000 ევრო
ვისენტე დელ ბოსკე, ესპანეთი – 3 000 000 ევრო
დიდიე დეშამი, საფრანგეთი – 2 000 000 ევრო
მარსელ კოლერი, ავსტრია – 1 500 000 ევრო
ფერნანდო სანტოსი, პორტუგალია – 1 200 000 ევრო
მარტინ ონილი, ირლანდია – 1 000 000 ევრო
ვლადიმირ პეტკოვიჩი, შვეიცარია – 750 000 ევრო
მარკ ველმოტსი, ბელგია – 750 000 ევრო
ლარს ლაგერბეკი, ისლანდია – 430 000 ევრო
მაიკლ ონილი, ჩრ. ირლანდია – 320 000 ევრო
ჯანი დე ბიაზი, ალბანეთი – 280 000 ევრო
კრის კოლემანი, უელსი – 260 000 ევრო
ანტე ჩაჩიჩი, ხორვატია – 250 000 ევრო
პაველ ვრბა, ჩეხეთი – 220 000 ევრო
ერიკ ჰამრინი, შვედეთი – 200 000 ევრო
ადამ ნავალკა, პოლონეთი – 200 000 ევრო
იან კოზაკი, სლოვაკეთი – 180 000 ევრო
მიხაილო ფომენკო, უკრაინა – 170 000 ევრო
ანგელ იორდანესკუ, რუმინეთი – 120 000 ევრო

მსოფლიოს 2018 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული ევროპის ქვეყნების მწვრთნელთა ხელფასები:

იოახიმ ლოვი, გერმანია – 3 800 000 ევრო
დიდიე დეშამი, საფრანგეთი – 3 400 000 ევრო
ჯულინ ლოპეტეგი ორგოტე, ესპანეთი – 2 900 000 ევრო
სტანისლავ ჩერჩესოვი, რუსეთი – 2 500 000 ევრო
ფერნანდო სანტოსი, პორტუგალია – 2 100 000 ევრო
გერტ საუთგეიტი, ინგლისი – 1 900 000 ევრო
ოგე ხარაიდე, დანია – 925 000 ევრო
რობერტო მარტინესი, ბელგია – 925 000 ევრო
ვლადიმირ პეტკოვიჩი, შვეიცარია – 845 000 ევრო
ჰეიმირ ჰალგრიმსონი, ისლანდია – 697 000 ევრო
ზლატკო დალიჩი, ხორვატია – 546 000 ევრო
იან ანდერსონი, შვედეთი – 448 000 ევრო
მლადენ კრსტაიჩი, სერბეთი – 298 000 ევრო
ადამ ნავალკა, პოლონეთი – 268 000 ევრო

“ჩვენ წავაგეთ ძალიან ძლიერ გუნდთან. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ჯერ არ არის მზად იმისთვის, რომ თანაბრად ეთამაშოს გუნდს, რომლის ფეხბურთელები ძალიან კარგ კლუბებში თამაშობენ და ყოველ მესამე-მეოთხე დღეს აქვთ დიდი დატვირთვა. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ ამ დონემდე”- განაცხადა ვლადიმერ ვაისმა გუშინ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შვეიცარიის ნაკრებთან 0:2 დამარცხების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...