„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, უმრავლესობის მიერ რეგისტრაციის კვლავ არ გავლა, არის სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით.

„მგონია, რომ რეგლამენტს არ კითხულობთ. საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც კი უამრავი ბერკეტია, რომ თქვენი მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ, ეს თქვენ იცით. ამიტომ არის ასეთი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით. ამას ვერ ხვდებით. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, თქვენგან განსხვავებით. თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ!“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. უმრავლესობამ რეგისტრაცია კვლავ არ გაიარა.