„ჩვენ გავაგრძელებთ გორელებზე ზრუნვას გახარიას გუნდთან ერთად“ – გორის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ მათ თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს თუმცა ვისგან იყო ეს მოთხოვნა არ დაუკონკრეტებიათ. მერის ყოფილი მოადგილეები გიორგი გახარიას გუნდთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადებიან.

” მინდა გავაკეთო განცხადება და გაცნობით, რომ პირდაპირ გვთხოვენ თანამდებობის დატოვებას. ჩვენთვის თანამდებობა თვითმიზანი არააა და არც ეხლა გამოვეკიდებით. ჩვენ ვტოვებთ თანდებობას. მინდა ვუთხრა მმართველ პარტიას, ხელი არ დააკარონ მერიის თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს, რომელთა სიაც აქვთ და მათ გაშვებას გეგმავენ. ჩვენ ვაგრძელებთ გორელებზე და გორზე ზრუნვას გახარიას გუნთთან ერთად”, – განაცხადა ერასტი ელიჯანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...