“ჩვენ ერთად აღვუდგებით COVID-19-ის გლობალური პანდემიის გამოწვევას” – დავით ზალკალიანი აშშ-ს მთავრობას მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისათვის, აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის.

„ჩემი გულწრფელი მადლობა აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს COVID-19–ის მიერ შექმნილი სირთულეების ფონზე საქართველოსთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთად აღვუდგებით ამ გლობალური პანდემიის გამოწვევას. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობით ამ კრიზისიდან კიდევ უფრო ძლიერები გამოვალთ“- წერს ზალკალიანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩომ, დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქართველ დიპლომატებს, COVID-19 -ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული ძალისხმვისთვის.

„ყველა მოქალაქის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კოორდინაცია და პარტნიორობაა. დღეს მივესალმებით ჩვენს პატივცემულ კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, მათი ძალისხმევისთვის, დიპლომატიური მისიების ინფორმირებისას უსაფრთხოების, სამოგზაურო შეზღუდვებისა და სხვა საკონსულო საკითხებთან დაკავშირებით.“-ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად