ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით,ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად