ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ40 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად