ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობას “China State Construction Engineering Corporation Limited”-ი განახორციელებს

ხვალ, 21 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის(F1) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited”- სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

ღონისძიებაში მონაწილეობენ: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე და კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited”- ს წარმომადგენლები.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...