ჩუგოშვილი: ვფიქრობ, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ

“მე ვფიქრობ, რომ მე არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას მხარს, თუ დადგება დღის წესრიგში, თუმცა ვიცი, რომ ჯერჯერობით არ დგას”,-ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატიმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

“იმუნიტეტის მოხსნა სულ სხვაა. მე მაშინ მივეცი ხმა მისი იმუნიტეტის შეჩერებას იმისთვის, რომ ის კონკრეტული საქმე გამოძიებულიყო და ვინაიდან საქმე იყო ძალიან რთული და პარლამენტში შეჭრასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ეხებოდა, ამ კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისთვის მის ჩაყენებას რიგითი მოქალაქის მდგომარეობაში მე მაშინ მხარი დავუჭირე და ეს არის ჩემი სრულიად გაცნობიერებული მიღებული გადაწყვეტილება თავის დროზე.

რაც შეეხება არა იმუნიტეტის მოხსნას, არამედ მთლიანად მანდატის ჩამორთმევას იმ საფუძვლით, რომელიც ჯერჯერობით არასდროს გამოყენებული არ ყოფილა, მე ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო რთული საკითხია, კიდევ უფრო რთული არჩევანის წინაშე დააყენებს პარლამენტის წევრებს, მით უმეტეს, რომ პირველად ხდება და პრეცედენტი იქნება, ამიტომ ბევრ რამეზე იქნება ეს დამოკიდებული, რა ინფორმაცია მოვა პარლამენტამდე. ბევრი კითხვა უკვე გაჩნდა, ეს არის საქმე, რომელსაც 7 წელი არ უნდა დასჭირვებოდა და ამიტომ კითხვები გააჩინა ამ საქმემ და მარტივი გადაწყვეტილების წინაშე პარლამენტი ნამდვილად არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ მე არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას მხარს, თუ დადგება დღის წესრიგში, თუმცა ვიცი, რომ ჯერჯერობით არ დგას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად