A1 ბანერი

ჩუგოშვილი: უმრავლესობაში დაპირისპირებამ მძიმე ფორმები მიიღო, რაც გულდასაწყვეტია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში უთანხმოებამ უკვე ძალიან მძიმე ფორმები მიიღო.

“ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია იმ პროცესების ყურება, რაც ეხლა უმრავლესობაში მიმდინარეობს. ძალიან დაიძაბა ურთიერთობები ამ თემის გამო”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა “იმედთან”.

ვიცე-სპიკერი ვერ აკეთებს პროგნოზს, განმუხტავს თუ არა სიტუაციას მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით კრიტერიუმების შემუშავებაზე მიღებული გადაწყვეტილება, რადგან, მისი თქით, დაპირისპირებას საკმაოდ მძიმე ფორმები აქვს მიღებული.

“ამ პროცესიდან გამოსვლა მარტივი არ იქნება”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოსამართლეების არჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს შეიმუშავებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...