ჩუგოშვილი თადუმაძეზე: თუ რაიმე მექანიზმები არსებობს, რომ დიპლომის ნამდვილობაზე კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა უნდა გამოიყენოს

“თუ რაიმე მექანიზმები არსებობს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვები გაიფანტოს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა უნდა გამოიყენოს, რადგან ეს კომპონენტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტის ერთი წევრისთვის, რომელსაც გადაწყვეტილება აქვს მისაღები”.

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ გუშინ, საზოგადოებამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ოპონენტების მხრიდან საკმაოდ შეურაცხმყოფელი გამოსვლები მოისმინა. როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, საუბარი იყო იმაზეც, რომ აკადემიური დაწესებულება, რომლის დიპლომიც კანდიდატს აქვს, საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ეს უნივერსიტეტი დამთავრებული ჩვენთვის ნაცნობ ადამიანებსაც აქვთ.

“რაც შეეხება დიპლომის ნამდვილობას, სრულიად მიუღებელია ის ფორმები, რა ფორმითაც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოხატავდა თავის აზრს, იმის ნაცვლად, რომ კანდიდატის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება დაედგინა, პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდა.

ამის მიუხედავად, თუ რაიმე მექანიზმები არსებობს, რომ დიპლომის ნამდვილობაზე კითხვები გაიფანტოს, კანდიდატმა უნდა გამოიყენოს, რადგან ეს კომპონენტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტის ერთი წევრისთვის, რომელსაც გადაწყვეტილება აქვს მისაღები“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად