ჩუგოშვილი: შემთხვევითი არ იყო ის, რომ ორ დოკუმენტს მოეწერა ხელი

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, მეორე დოკუმენტში რომ არ ყოფილიყო კონკრეტული მოლოდინი, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის საერთოდ ასეთი დოკუმენტი არ იარსებებდა იმიტომ, რომ ასეთი ზოგადი დოკუმენტის ხელმოწერას სხვანაირად აზრი არ აქვს.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში მართლმსაჯულების ორგანოების, პროკურატურის სასამართლოს და შესაბამისი ინსტიტუციების მხრიდან კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით გარკვეულ ნაბიჯებს, რომელიც ამ სულისკვეთებით არის განხორციელებული. ამაზე პოლიტიკოსები ბევრს ვერ ისაუბრებენ განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლები გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მე მაქვს მოლოდინი, რომ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც განსაკუთრებით ხმაურიანი იყო და რომელმაც განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიიპყრო ნეგატიურ კონტექსტში ამ საქმეებზე გარკვეულ სიახლეებს უნდა ველოდოთ. ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რადგან სხვანაირ შედეგს არ ველოდები იმიტომ, რომ ეს ძალიან ძვირი დაჯდება მმართველი გუნდისთვის და ქვეყნისთვისაც იქნება დამაზიანებელი. ჩემი ხელმოწერით მაქვს დადასტურებული დოკუმენტი, რომელშიც ის ცვლილებები რაც არის და იქნება შემოსული კენჭისყრაზე მე ყველა შემთხვევაში, ხმას მივცემ და მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ რომელიმე ნაწილი შეთანხმების არ შედგეს და შესაბამისად, ხელისუფლებას დაბრალდეს ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების ჩაშლა”-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად