ჩუგოშვილი საქართველოში USAID მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს, პიტერ უიბლერს შეხვდა.

შეხვედრის ორი მთავარი საკითხი პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა და პარლამენტის აპარატის გაძლიერება იყო. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავალო გეგმებზე ისაუბრეს.

„საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი სულ ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს ეხმარება ძალიან ბევრი მიმართულებით, მათ შორის, კომიტეტებისა და საბიუჯეტო ოფისის გაძლიერებაში, ასევე ღია მმართველობისა და გენდერულ თანასწორობის საბჭოების მიმართულებით.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო პარლამენტის რეგლამენტის მიმდინარე რეფორმა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალიან დიდი ინტერესი აქვს, რომ საქართველოს პარლამენტს ამაში მხარი დაუჭიროს. განვიხილეთ თუ როგორ უნდა დაეხმარონ ერთი მხრივ, რეგლამენტის შესრულებას და მეორე მხრივ, პარლამენტის აპარატის გაძლიერებას. ეს ორი მიმართულება მათთვის ძალიან საინტერესოა და შევთანხმდით ამ კუთხით მათ მხარდაჭერაზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად