ჩუგოშვილი: საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ახალი ფრაქცია შევქმნათ

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან  წასულმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა არ დააკონკრეტა, ვისთან ერთად აპირებს ფრაქციის შექმნას.

„საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით პარლამენტის წევრები, რომლებსაც სურვილი ექნებათ, ახალი ფრაქცია შევქმნათ. გვარებს და დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება. ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, ძალიან პრინციპული და პროფესიონალია. ფრაქცია, რომელიც შეიქმნება, საკმაოდ კარგი რესურსი იქნება, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თამარ ჩუგოშვილი კი, ფრაქციის შექმნას იმ დეპუტატებთან ერთად აპირებს, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები გასულ კვირაში პროტესტის ნიშნად დატოვეს.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი დეპუტატია საჭირო.

შეგახსენებთ: 14 ნოემბერს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა თორმეტმა დეპუტატმა, მათ შორის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეებმა და პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად