ჩუგოშვილი: საერთოდ არ ვიცი, მივიღებ თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობას

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

„საერთოდ არ ვიცი, მივიღებ თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას, რომ არ მოგატყუოთ, იმიტომ, რომ ჩემს პოზიციას ალბათ ჩამოვიყალიბებ მას შემდეგ, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომას ვნახავ. მე გეტყვით, რომ სულ რამდენიმე ადამიანია, 2-3 ალბათ, რომელმაც, ჩემი აზრით, სწორად, კარგად და ღირსეულად გაიარა ეს პროცესი და რაღაცნაირად ეს განცდა მაქვს, რომ ისეთი რთული პროცესი გაიარეს, იმსახურებენ ეს ადამიანები, რომ ხმა მისცე, მაგრამ მაინც ჩემი მონაწილეობა ამ კენჭისყრაში დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება იურიდიული კომიტეტში პროცესები.”,-ამბობს ჩუგიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად