ჩუგოშვილი: სააკაშვილის “წყალობით” “რუსთავი 2”-მა ბევრი ქარტეხილი გამოიარა, 20-ზე მეტი მფლობელი გამოიცვალა

„მიხეილ სააკაშვილის „წყალობით“  რუსთავი 2-მა ბევრი ქარტეხილი გამოიარა. სამაუწყებლო  კომპანიამ ოცზე მეტი მფლობელი გამოიცვალა. ერთ-ერთმა მათგანმა  იდავა სასამართლოში, მოიგო საქართველოში სამივე ინსტანცია და შემდგომ, ქართულ სასამართლოებში გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა ყველაზე მაღალმა ინსტანციამ,  ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე სასამართლომ მთელი ევროპის მასშტაბით –  სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, არსებული რეალობა და მოცემულობა არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ვინ არის რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელი  გამომდინარე იქედან რა მასალები, რა დოკუმენტები და რა მტკიცებულებებიც არსებობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად