ჩუგოშვილი: როცა ვენეციის კომისიისგან პოლიტიკურ შეფასებას იღებ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც მოვლენებს ჰქონდა ადგილი

ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

კითხვაზე, ვენეციის კომისიამ გითხრათ, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ დანიშნოს ყველა მოსამართლე, რადგან არის ნდობის პრობლემა და გადაუნაწილეთ ეს საკითხი შემდეგ პარლამენტს. არის თუ არა ეს იმის ნიშანი, რომ ძალიან ცუდად არის საქმე? – ჩუგოშვილი პასუხობს:

“ზოგადად ვენეციის კომისია არ ცდება ხოლმე სამართლებრივ შეფასებებს. ამაში გარკვეული პოლიტიკური ელემენტია. გეთანხმებით, ეს არის გამოძახილი იმის რომ ქვეყანაში სასამართლოს თემებზე მსჯელობამ, მათ შორის იუსტიციის საბჭოს კრიტიკამ…

დიახ, ეს არის სიმპტომატური. როდესაც სამართლებრივ ექსპერტიზას ელოდები და ამ დროს იღებ პოლიტიკურ შეფასებას ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც მოვლენებს ადგილი ჰქონდა. ის, რომ იუსტიციის საბჭოს აქვს რეპუტაციული პრობლემა ქვეყანაში, ამას ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება. იმის მიუხედავად, მე უმრავლესობას წარმოვადგენ თუ რას წარმოვადგენ, ეს არის ჩემი პირადი აზრი. მე მგონი, ამაში შემოკამათება რთულია. რაც შეეხება კონკრეტულად დასკვნას, დასკვნაში არის ელემენტები, რომელიც ასახვადია კანონში. იმიტომ, რომ სამართლებრივია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...