ჩუგოშვილი რუსთავი 2-ს: ნეპოტიზმი იქ ეძებეთ, სადაც არის! ჩემს ოჯახზე პატიოსანს ბევრს ვერ იპოვით!

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი facebook-ის საშუალებით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს მიმართავს, რომელიც მისი თქმით, მისი მეუღლის ნეპოტიზმთან შესაძლო კავშირის შესახებ სიუჟეტს ამზადებს. როგორც ჩუგოშვილი ირწმუნება, მისი მეუღლე პატიოსანი ადამიანია და ნეპოტიზმთან არავითარი კავშირი არ აქვს.

“რამდენიმე წუთის წინ ჩემთან მოვიდა რუსთავის 2-ის ჟურნალისტი, რომელიც სიუჟეტს აკეთებს ნეპოტიზმზე და რომელმაც კითხვა დამისვა ჩემს მეუღლესთან დაკავშირებით.

ჩემი მეუღლე გიორგი 2015 წლიდან მუშაობს “შპს. აეროპორტების გაერთიანებაში” ანუ იმ დროიდან, როდესაც მე არათუ პოლიტიკში არ ვიყავი, არამედ ამერიკაში ვსწავლობდი და ვიყავი სტუდენტი.

2015 წლიდან გიორგი აშენებს აეროპორტებს, ამჯერად ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს და მთელი სულით და გულით ეკიდება თავის საქმეს. მანამდე მუშაობდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. მთელი ოჯახი ვამაყობთ მისი მუშაობით და ზუსტად ვიცით, რომ ისევე კარგად გააკეთებს თავის საქმეს, როგორც ყოველთვის აკეთებდა. ამასთან, ბევრ შემოთავაზებაზე უარი სწორედ ჩემს გამო თქვა, არასწორი შეფასებები რომ არ მოყოლოდა მის სხვა პოზიციებზე ყოფნას.

რ2-ს კი მინდა ვუთხრა ნეპოტიზმი და პრობლემა იქ ეძებეთ, სადაც არის, ჩემს ოჯახზე პატიოსანს ბევრს ვერ იპოვით, ვერც პოლიტიკოსებს შორის და ვერც მათ მიღმა.

ველოდები რუსთავი2- როგორ ჰორორს წარმოაჩენს, მაინტერესებს ფანტაზია სადამდე მივა”,-წერს თამარ ჩუგოშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...