ჩუგოშვილი: ქვეყანა საგარეო კურსს არა თუ ჩემი წასვლით, ან მოსვლით ვერ შეიცვლის, ხელისუფლების წასვლით და მოსვლითაც შეიძლება ვერ შეიცვალოს

“ქვეყანა საგარეო კურსს არათუ თამარ ჩუგოშვილის წასვლით, ან მოსვლით ვერ შეიცვლის, ხელისუფლების წასვლით და მოსვლითაც შეიძლება ვერ შეიცვალოს, ეს იმხელა მოვლენაა. ამიტომ ძალიან არაადეკვატური ამბიციები უნდა მქონდეს, ასეთი განცხადება რომ გავაკეთო. ჩვენს ქვეყანას აქვს დეკლარირებული კურსი. მე ვიყავი მთავარი მოლაპარაკე  და 5 თვე გავატარე ამ თემაზე ლაპარაკში. ამ დორის განმავლობაში, ჩვენს პარტნიორებს ვუხსნიდი, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ და როგორი იქნებოდა ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყნის მომავალი, როგორი დემოკრატია გვექნებოდა და ახლა, როცა ეს პირობა არ შესრულდა, ჩემთვის არის რთული. მე მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილებაა თვითონ დამაზიანებელი, თორემ ბევრი რაღაცის ახსნა ძალიან კარგად შემიძლია. უბრალოდ, ეს არ არის ის თემა, რომელზეც პასუხისმგებლობის ტარებაც მინდა თუნდაც, როგორც ერთი მოწვევის პარლამენტის წევრს”.

​ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა, პარლამენტის ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა “რეაქციაში” პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩაგდების თემაზე საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ ძალიან არაადეკვატური წარმოდგენის უნდა იყოს საკუთარ თავზე, რომ თემაზე, თითქოს ქვეყნის კურსი ერთ ადამიანზე არის დამოკიდებული.

შეგახსენებთ: პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, უმრავლესობის 6 დეპუტატთან ერთად საპარლამენტო უმრავლეობა 14 ნოემბერს მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების  პროპორციულ საარჩევნო სისტემისა  და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ცატარებას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი  101-მა  დეპუტატმა დაუჭირა.

იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

კენჭისყრამდე პარტია “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პოზიციებზე ვერ შეჯერდნენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად