ჩუგოშვილი: ყანდიაშვილს ცოტა ისე გაემიჯნონ, რომ ასე უხერხული არ იყოს, შესაძლოა მასთან კონტრაქტი არ აქვთ

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა “ტვ პირველის” ეთერში მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კოკა ყანდიაშვილს 2013-14 წლების შემდეგ “ოცნებაში” აღარ უმუშავია.

“მამუკა მდინარიძის განცხადების შეფასებას რაც შეეხება ამ სოცქსელებთან და ამ ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებით ერთი რამ მომდის თავში – სხვის თვალში ბეწვს ეძებდა, საკუთარში, დირესაც ვერ ხედავდაო. 900-მდე ყალბა ანგარიშს რომ გიუქმებენ და ეძებ სხვისკენ გაიშვირო ხელი დამნაშავის ძიებისთვის. იმდენად არ ველოდი ამ ყველაფერს. ამ ბრიფინგზე ითქვა, რომ გაოგნებული ვარ”, აღნიშნავს ჩუგოშვილი.

გადაცემის წამყვანის რეპლიკაზე, რომ როგორც ჩანს გაემიჯნენ “ესპერსონას”, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელიც არის კოკა ყანდიაშვილი, – პასუხობს:

“ცოტა ისე გაემიჯნონ, რომ ასე თვალსაჩინო არ იყოს და ასეთი უხერხული არ იყოს.

შეიძლება ამაზე აპელირებს, რომ ოფიციალური კონტრაქტი არ არსებობს. ეგ ცალკე პრობლემაა, მაგრამ მართლა გაოგნებული ვარ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამას იტყოდნენ, რომ ადამიანს 2014 წლიდან შეხება არ ჰქონია, როცა ყოველდღე ვხედავდი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ კოკა ყანდიაშვილის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა: “რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, რომ დასრულდეს ამ საკითზე სპეკულირება, ჩვენ გვახსოვს ნარატივები რაღაც ბოტების და ტროლების ქარხნის, ამ ადამიანს ოფიციალურად 2013-2014 წლიდან „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს”.

ცნობისთვის, Facebook-მა, მონიტორინგის შედეგად გამოავლინა ყალბი გვერდები და მათთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა. მათ შორის არის “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი გვერდები, ფეისბუქ ანგარიშები, ჯგუფები და ინსტაგრამ ანგარიშები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად