ჩუგოშვილი პრეზიდენტის განმარტებებზე: ეს მისი უფლება არაა, ეს მისი ვალდებულებაა

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კითხვებს არ უსვამენ, მას კითხვებს უსვამენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე”,- ამის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

ჩუგოშვილი მბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვალდებულია კითხვებს უპასუხოს.

“ეს მისი უფლება არაა, ეს მისი ვალდებულებაა. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კითხვებს არ უსვამენ, მას კითხვებს უსვამენ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე… მეორე კომისია, რომელიც მას არ შეუქმნია, უნდა შეიქმნას დაუყოვნებლივ, რადგან ეს კომისია არის ფილტრი, რა ფილტრიც არ არსებობს. ფილტრის არარსებობამ ვნახეთ რა შედეგი გამოიღო”,-ამბობს ჩუგოშვილი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 ოქტომბერს კიდევ ერთხელ თქვა, რომ შეწყალებებთან დაკავშირებით განმარტებებს ვერ გააკეთებს:

„ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია და შეგიძლიათ მომკლათ”

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი არხის ინფორმაციით, იოსებ ქოიავას ოჯახი, რომლის მკვლელობისთვისაც ჰქონდა პატიმრობა მისჯილი ზურაბ ნადირაძეს, არ გამორიცხავს, რომ მსჯავრდებულის შეწყალება დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებოდეს.

გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის ცნობით, პრეზიდენტის შეწყალებულ პირთა სიაში ისეთი ადამიანიც იყო, რომელიც ამ დრომდე იძებნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად