ჩუგოშვილი: პარლამენტის რიგგარეშე სხდომების ჩატარების აუცილებლობა არ დგას

ყველა საკითხი, რომელზეც პარლამენტი მუშაობას, შეგვიძლია, სექტემბერში მივუბრუნდეთ, ახლა რიგგარეშე სესიების ჩატარების აუცილებლობა არ დგას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ყველა საკითხზე, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, შესაძლებელია სექტემბრამდე მოთმენა. შეგვიძლია, რომ ამ თემებს მივუბრუნდეთ სექტემბერში, რიგგარეშე სესიების ჩატარების აუცილებლობა არ დგას“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...