ჩუგოშვილი ოპოზიციის წევრების გამოკითხვაზე: ეს არა დევნა, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა

„თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. ნებისმიერი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ამის ნახვა, სრულიად შოკისმომგვრელია,“ – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟურნალისტების კითხვას ოპოზიციის წევრების გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ცივილიზებულ სახელმწიფოში პარლამენტის წევრის მოწოდება, რომ მოსახლეობამ პარლამენტზე შტურმი მიიტანოს, დანაშაულია:
”ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ახლა შეხვედრა, უცხოელებთან და აბსოლუტურად ყველა ფიქრობს, უფრო სწორად, ცოტა შოკშიც კი არიან იმით, როდესაც ხედავენ და თავიანთი თვალით ნახეს კადრები და ინფორმაცია, როდესაც, პოლიტიკოსები პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს.

ნებისმიერი ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნის წარმომადგენლისთვის ამის ნახვა სრულიად შოკისმომგვრელია. ასე, რომ მსგავს საკითხებს სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება თუ მოყვება, ეს ნურავის ნუ უკვირს. ნებისმიერი ცივილიზებულ საზოგადოებაში პარლამენტის წევრი და პოლიტიკოსი პარლამენტზე შტურმისკენ ვინმეს მოუწოდებდეს და მიუძღოდეს, ეს წარმოუდგენელია.

ვენ უნდა მივეჩვიოთ, თუ ასეთი მოვლენები მოხდება,შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც იქნება და ამას პოლიტიკურ დევნას კი ნუ ეძახიან, ეს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...