ჩუგოშვილი: გუშინ გამოჩნდა მცდელობა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს. ეს საშიში დინამიკაა

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც გამოეხმაურა გუშინ საკომიტეტო სხდომაზე ციხეებში არსებულ ვითარებაზე  იუსტიციის მინისტრის და სახალხო დამცველის მოხსენებებს.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა,  გუშინ, საშიში დინამიკა გამოჩნდა და გამოწვევების მოგვარებაზე ორიენტირებული დისკუსიის ნაცვლად, ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველზე შეტევას, პირად შეურაცხყოფას და მისი გაჩუმების მცდელობას.

„გუშინ ჩემთვის გამოჩნდა მცდელობა იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკუთარ თავს შეზღუდვები დაუწესოს და ძალიან თავშეკავებულად აკეთოს თავისი საქმე, რომ არ გააღიზიანოს სხვადასხვა პირები. ეს საშიში დინამიკაა. ასეთი პერიოდები მახსოვს. მე, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, გამომივლია მსგავსი შემთხვევები და კარგად არ სრულდება ხოლმე. ნაცვლად იმისა, რომ მსჯელობა გამართულიყო იმაზე, პროგრესის მიუხედავად არსებულ გამოწვევებს როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ, სხვა ტაქტიკაა არჩეული. კერძოდ, ომბუდსმენზე შეტევის, პირადი შეურაცხყოფის, მისი დადუმების მცდელობა,”- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად