ჩუგოშვილი: გარეჯთან დაკავშირებით გვრჩება პრობლემა, საზღვრის დემაკრაციასთან დაკავშირებით

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, გარეჯთან დაკავშირებული რჩება პრობლემა საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებით და შემდგომი ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელია.

ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა და აღნიშნა, რომ პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, პირველი შეთანხმება შედგა.

“პრემიერის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ პოზიტიური იმპულსები წამოვიდა. პირველი ნაბიჯი და პირველი შეთანხმება შედგა. რა თქმა უნდა ეს პრობლემას არ ხურავს. გარეჯთან დაკავშირებით გვრჩება პრობლემა, საზღვრის დემაკრაციასთან დაკავშირებით. შემდგომი ნაბიჯები აუცილებლად გადასადგმელია. ამ ეტაპზე ალბათ, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ღონისძიებები არ განხორციელდეს, რომელიც ესკალაციისა და გართულებებისკენ იქნება მიმართული, რადგან ფაქტია, პოზიტიური იმპულსები და შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯები არის. ეს ნაბიჯები გამოვიყენოთ სწორად და დავგეგმოთ ასევე კონსტრუქციული, კარგი ნაბიჯები”-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად