ჩუგოშვილი: ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან “თიბისი ბანკზე” კითხვები არ მაქვს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კობა გვენტაძესთან თიბისი ბაკთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცესპეკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“დამოუკიდებელ ორგანოებზე საპარლამენტო კონტროლი არ ნიშნავს მათი კონკრეტული გადაწყვეტილებების ან გასამართლებას, ან მოწოდებას და დავალებების მიცემას რომ კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული გადაწყვეტილება როგორ უნდა მიიღონ. ამის უფლება პარლამენტს არ აქვს. პროკურორი როდესაც მოვა, პროკურორსაც უნდა ველაპარაკოთ პოლიტიკაზე, უნდა ველაპარაკოთ პროკურატურის ინსტიტუტის განვითარებაზე, სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და არა კონკრეტული გამოძიების საქმეზე. იგივე ეხება ეროვნულ ბანკსაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვალაც დაისმება კითხვები, რომელიც გასული იქნება პარლამენტის კომპეტენციიდან.

პარლამენტის კომპეტანცია არ არის, ეროვნულ ბანკს, როგორ დამოუკიდებელ ორგანოს უკარნახოს რომელ საქმეში როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პარლამენტის კომპეტენციაა ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი როგორ მუშაობს, ფულად საკრედიტო სისტემა როგორ მუშაობს და ა.შ. ხვალ თუ ამ მიმართულებით წარიმართება დისკუსია, ეს იქნებოდა სწორი. კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ პარლამენტში პოლიტიკური ტრიბუნიდან არ ვაპირებ მასთან საუბარს, რადგან ვფიქრობ, რომ ეს ჩემი, როგორც პოლიტიკოსის კომპეტენციის მიღმა მდგომი საკითხია”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე: თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით კითხვები კობა გვენეტაძესთან არ გაქვთ? – ჩუგოშვილმა უპასუხა: “თიბისი ბანკთან დაკავშირებით – არა”.

“ჩვენ გვქონდა საშუალება რომ პარლამენტში მოგვესმინა ადმიანებისთვის, რომლებიც იყვნენ დაკავშირებული თიბისი ბანკთან, დამფუძნებლებისთვის, ასევე ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით. რომ არ მიგატყუოთ. ანაკლიის პოექტი არის ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო, რადგან ეს რის ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს და განსაზღვროს მომავალი ათწლეულების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება ანაკლიის პორტის ბედი. რაც შეეხება იმას, კონკრეტულ ტრანზაქციაში რეგულატორმა დაინახა თუ არა დარღვევა, როგორ დაინახა და რა გადაწყვეტილება მიიღო დარღვევაზე რეაგირებისთვის, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ

Seen by Levan Pantskhava at 8:28 PM

Seen by Irma Mesxia at 8:28 PMSeen by Natia Matcharashvili at 8:28 PM

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ

Seen by Irma Mesxia at 8:27 PMSeen by Levan Pantskhava at 8:28 PM

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს ხვალ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ

Seen by Irma Mesxia at 8:27 PMSeen by Levan Pantskhava at 8:28 PM

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად