ჩუგოშვილი: არ ველოდი მდინარაძის ამ განცხადებას… მუშაობდა ყანდიაშვილი იქ და თურმე მელანდებოდა

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა “ტვ პირველის” ეთერში მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კოკა ყანდიაშვილს 2013-14 წლების შემდეგ “ოცნებაში” აღარ უმუშავია.

“ძალიან გაკვირვებული ვარ. ამის გარდა ყველაფერს ველოდი, ნამდვილად არ ველოდებოდი ამას, რაზეც მამუკამ [მდინარაძე] ისაუბრა. რავიცი, მუშაობდა ადამიანი იქ, ვხედავდი. წარმოუდგენელია, მართლა სიტყვებს ვერ ვპოულობ, რა უნდა ვთქვა ამაზე?! მუშაობს ადამიანი, იქ არის და აღმოჩნდა, რომ თურმე მელანდებოდა ამ წლების განმავლობაში. ნამდვილად არ ველოდი ასეთ განცხადებას, მართლა შოკში ვარ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ კოკა ყანდიაშვილის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა: “რაც შეეხება კოკა ყანდიაშვილს, რომ დასრულდეს ამ საკითზე სპეკულირება, ჩვენ გვახსოვს ნარატივები რაღაც ბოტების და ტროლების ქარხნის, ამ ადამიანს ოფიციალურად 2013-2014 წლიდან „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს”.

ცნობისთვის, Facebook-მა, მონიტორინგის შედეგად გამოავლინა ყალბი გვერდები და მათთან დაკავშირებული ანგარიშები გააუქმა. მათ შორის არის “ქართული ოცნების” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი გვერდები, ფეისბუქ ანგარიშები, ჯგუფები და ინსტაგრამ ანგარიშები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად