ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ჩუღურეთის რაიონში, უფლისციხისა და მიჩურინის ქუჩებზე, ასევე მიჩურინის შესახვევში, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს,-ამის შესახებ ინფორმაციას რაიონის გამგეობა ავრცელებს. 

პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზის საფარის მოხსნის შემდეგ მოეწყო ბორდიურები და 2500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი იგება. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით შპს „სკინჩი“ აწარმოებს. ჩუღურეთის რაიონში, მიმდინარე წელს, ასფალტის საფარი და ქვაფენილი 18 ქუჩაზე დაიგო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად