ჩუბინიძე: 20-21 ივნისს პარლამენტთან მე გავცემდი მითითებებს სდსს-ს თანამშრომლებზე

ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“20-21 ივნისის საქმეზეპროკურსტურაში 2-ჯერ ვიყავი გამოკითხვაზე მისული. თუმცა, შესაძლოა ისევ დამიბარონ-რატომ ვიმყოფებოდი პარლამენტში? იმიტომ რომ პარლამენტი არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ობიექტი.

მე გავცემდი მითითებებს სდსს-ს თანამშრომლებზე, რომლებიც განლაგებული იყვნენ პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან და სანამ მე ვიქნები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, მე მონაწილეობას მივიღებ კანონსაწიმააღმდეგო ქმედების აღკვეთაში. ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არანაირი იარაღი, მათ შორის არალეტალური არ ჰქონიათ.

ყველა კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. მაგრამ, ის ძალა რაც გამოიყენა პოლიციამ ლეგიტიმუტი იყო. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და დარწმუნებული ვარ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა”.-განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად