ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი თავის Twitter გვერდზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

“კეთილი სურვილები ჩემს კოლეგას დავით ზალკალიანს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. 2019 წელს ხელი მოვაწერეთ დიპლომატიური კავშირების დამყარების ოქმს და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ახალი თავი დავიწყეთ. გილოცავთ ეროვნული დღეს, ძვირფასო მეგობრებო!“ – აღნიშნულია მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად