ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა, ქვეყნის ნატო-ში შესვლის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

ჩრდილოეთ მაკედონიის დეპუტატებმა, ხმების უმრავლესობით მხარი დაუჭირეს ქვეყნის ნატო-ში შესვლის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირებას. დარბაზში მყოფი 116 დეპუტატიდან, რატიფიცირებას მხარი 114-მა დაუჭირა.

ხმის მიცემის შემდეგ, ქვეყნის პარლამენტის შენობის წინ აღიმართა ალიანსის დროშა.

„ნატო-ს დროშა აღიმართა პარლამენტის შენობის წინ! გილოცავთ!“, – ნათქვამია ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ Twitter-ზე.

იმისათვის, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესი დასრულდეს, შესაბამისი პროტოკოლის რატიფიცირება უნდა მოახდინოს ნატო-ს წევრმა ყველა ქვეყანამ. ეს ალიანსი მყოფმა ყველა ქვეყანამ გააკეთა, გარდა ესპანეთისა.

2018 წელს საბერძნეთმა და მაკედონიამ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ათენი ხელს არ შეუშლის მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანა სახელს შეუცვლის და ჩრდილოეთ მაკედონიას დაირქმევს. მაკედონია სახელწოდება საბერძნეთს არ აწყობდა, ვინაიდან ტოპონიმი მაკედონია გეოგრაფიულად საბერძნეთის ტერიტორიებსაც მოიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად