ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება: შეერთებულ შტატებთან დიალოგის აღდგენის იმედი ქრება

„ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის დიალოგის აღდგენის იმედი ქრება“, – ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული კომენტარი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებას. მაიკ პომპეომ ჩრდილოეთ კორეის ქმედებებს „ხულიგნობა“ უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, პომპეოს განცხადებამ გაართულა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების ჩატარების საკითხი და ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებლებს შორის ნეგატიური რეაქციები გამოიწვია.

„გამუდმებით ქრება ჩვენი იმედები აშშ-სთან დიალოგთან დაკავშირებით და ეს გვიბიძგებს, რომ აქამდე აღებულ ვალდებულებებს გადავხედოთ“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გასულ კვირას კი, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა მაიკ პომპეოს ადრინდელი განცხადება ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ, ხოლო თავად პომპეოს აშშ-ის დიპლომატიის „შხამიანი მცენარე“ უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად