ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყება: აშშ-ს ქმედებები ახალი ”ცივი ომის” დაწყების პროვოცირებას ახდენს

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ს ბოლოდროინდელმა ქმედებებმა, მათ შორის სარაკეტო ტესტირებამ, რომელიც INF ხელშეკრულებას გასცდა, სამხრეთ კორეასთან ერთობლივმა წვრთნებმა, ასევე იაპონიისთვის ახალი გამანადგურებლების მიწოდების გეგმამ, შესაძლოა რეგიონში ახალი „ცივი ომის“დაწყების პროვოცირება მოახდინოს. ინფორმაციას სააგენტო http://kcna.kp/ ავრცელებს.

”ჰორიზონტზე საშიში და უჩვეულო სამხედრო მოქმედებები გამოჩნდა, რამაც შესაძლოა, კორეის ნახევარკუნძულსა და რეგიონში ახალი „ცივი ომის“ დაწყების პროვოცირება მოახდინოს”, – ნათქვამია სამინისტროს სპიკერის განცხადებაში.
მისი თქმით, ეს პროვოკაციაა და ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა ერთობლივ განცხადებებს, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო შეთანხმებას.
მისი განმარტებით, შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის მხრიდან „მტრულმა საბრძოლო მოქმედებებმა“ სამშვიდობო მოლაპარაკებების დინამიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია, რაც ჩრდილოეთ კორეას აიძულებს, ძალების გაძლიერებას ყურადღება მიაქციოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...