ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი: პომპეო აშშ-ის დიპლომატიის შხამიანი მცენარეა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლი იონ ჰომ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაკ პომპეო, ფხენიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და მას აშშ-ის დიპლომატიის შხამიანი მცენარე უწოდა.

„პომპეო კვლავ რჩება აშშ-ის დიპლომატიის ერთადერთ შხამიან მცენარედ. თუკი იგი ამახინჯებს ფაქტებს და უნდა, რომ აღადგინოს ძველი სანქციები, მაშინ ნათელია, რომ მას რაციონალური აზრი აკლია, იგი ჩრდილს აყენებს მოლაპარაკებების გზას“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა მოახდინა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული პრობლემის ინიცირება და ახლა მის გადაწყვეტილებაში წვლილი არ შეაქვთ.

„ვაშინგტონი ართულებს სიტუაციას, რადგან გამუდმებით ატარებს სამხედრო წვრთნებს ნახევარკუნძულზე და მის გარშემო“, – აცხადებს მინისტრი.

21 აგვიტოს ჟურნალმა Washington Examiner გამოაქვეყნა ინტერვიუ მაიკ პომპეოსთან, სადაც იგი აცხადებს, რომ აშშ შეინარჩუნებს ყველაზე მკაცრ სანქციებს ისტორიაში, თუკი ჩრდილოეთ კორეა არ დაადგება ბირთვული განიარაღების გზას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...