ჩრდილოეთ კორეამ, იაპონიის ზღვის მიმართულებით კიდევ ორი რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ, იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი დაუდგენელი ტიპის ჭურვი გაუშვა. ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის შტაბების ხელმძღვანელების გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჭურვები პროვინცია ფხენან-ნამდოდან გაუშვეს.

იაპონიის ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბალისტიკური რაკეტები იაპონიის ტერიტორიას, ან ქვეყნის ეკონომიკურ ზონას მოხვდა. ხელისუფლებაში აღნიშნავს, რომ რაკეტებს იაპონიის უსაფრთხოებაზე გავლენა არ ჰქონია.

აგვისტოს ბოლოს, ჩრდილოეთ კორეამ, თვის განმავლობაში, იაპონიის ზღვაში მეშვიდე გაშვება განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაშინ რაკეტის გაშვებას უშუალოდ კიმ ჩენ ინი ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...