ჩრდილოეთ კორეა მომავალი წლისთვის ბირთვულ პროგრამაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს

ჩრდილოეთ კორეა 2018 წელს არ აპირებს თავისი ბირთვული პროგრამის შეცვლას და გააგრძელებს სამხედრო ძალის მობილიზებას. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"ჩვენგან რაიმე სახის ცვლილებებს არ ელოდეთ. ჩვენი პარტია და ხელისუფლება ახალ წელს წინ გაუძღვება სოციალისტურ კორეას. მანამ, სანამ აშშ-ისა დ მისი მოკავშირეების მხრიდან ბირთვული საფრთხე და დაშინებები იქნება, ჩვენც გავაგრძელებთ სამხედრო ძალის მობილიზებას", – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 26 დეკემბერს აშშ-მა ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქციები მოიცავს კორეის შრომის პარტიისა და სამხედრო წარმოების დეპარტამენტის წარმომადგენლებსაც შეეხო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად