ჩრდილოეთ კაროლინაში, ეკლესიასთან მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი მოკლეს ბაპტისტურ ეკლესიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ ჰაიტ პოინტში. ამის შესახებ ნათქვამია ქალაქის ხელისუფლების ვებგვერდზე განტავსებულ შეტყობინებაში.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:29 საათზე გაკეთდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ იპოვა ერთი მკვდარი – ფერადკანიანი მამაკაცი.

გარდაცვლილისა და დაშავებულის ვინაობის შესახებ დეტალები ჯერ არ გახმაურებულა. საქალაქო პოლიცია იძიებს მომხდარს.

გასულ კვირას, ნევადაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ეჭვმიტანილი. კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად