ჩრდილოეთ კაროლინას შტატში 56 წლის ქალმა 61 წლის ქმარს პენისი მოაჭრა

აშშ-ის ჩრდილოეთ კაროლინას შტატის კარტერეტის ოლქში, ქალაქ ნიუპორტში 61 ქალმა ვიქტორია ტომას ფრაბუტმა, მეუღლეს პენისი დანით მოაჭრა.

მთავარი დეტექტივი ჯეისონ ვანკი აცხადებს, რომ მათთან 10 სექტემბრის დილის 4 საათზე შევიდა ზარი და 61 წლის ჯეიმს ფრაბუტმა აცნობა მათ, რომ ცოლმა დააბა, შემდეგ კი დანით პენისი მოაჭრა.

ჯეიმს ფრაბუტი გრინვილის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს დახმარების აღმოჩენის მიზნით. პოლიციის ოფიცრებმა  სახლში პენისიც იპოვნეს, სასწრაფოდ მოათავსეს ის ყინულში და იმავე სამედიცინო ცენტრში მიიტანეს.

ჯეიმს ფრაბუტის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, მისი ცოლი კი დააკავეს ქმრის გატაცების და ბოროტგანზრახული კასტრაციის ბრალდებით. ჩრდილოეთ კაროლინას შტატის კანონების მიხედვით გატაცებაში ბრალი პირს შეიძლება წაეყენოს თუ ის უკანონოდ და ძალადობრივად აკავებს სხვა პირს. ვიქტორის ფრაბუტს გირაოდ 100 000 $ შეუფარდეს. მისი პირველი წარდგენა სასამართლოს წინაშე დღეს, 11 სექტემბერს შედგება.

დანაშაულის ჩადენის მოტივის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...