ჩრდილოეთ იტალიას ძლიერი ქარი და სეტყვა დაატყდა თავს, დაშავებულია სამი ადამიანი

იტალიის გაზეთ La Repubblica-ს ცნობით, ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დაარტყა ჩრდილოეთ იტალიას, დაშავდა სამი ადამიანი.

სერიოზულად დაზიანდა ემილია-რომანიას ტერიტორია. სეტყვამ დააზიანა ათობით მანქანა პარმასა და მილანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე. გარდა ამისა, რამდენიმე დიდი ავარია მოხდა ხილვადობის შემცირების გამო.

პარმას მიდამოებში ძლიერმა ქარმა დაანგრია ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და შენობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

სინოპტიკოსების ცნობით, რეგიონში ამინდის რთული პირობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროგნოზირებულია ძლიერი ქარი და ელჭექი.

 

კომენტარები
იტვირთება...