ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრებმა ბათუმის პორტში საბრძოლო კატარღები დაათვალიერეს

ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრებმა შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად ბათუმის პორტში საბრძოლო კატარღები დაათვალიერეს.

აილენდის კლასის საპატრულო კატარღები “დიოსკურია” და “ოჩამჩირე” ამერიკუკლმა მხარემ გასულ წელს საქართველოს გადმოსცა. სწორედ ეს კატარღები მონაწილეობენ “ნატოს” წვრთნებში, შესაბამისად გამოიწვია დელეგაციის ინტერესი. კატარღები გამორჩეულია თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით.

“მოხარული ვარ, როცა ვხედავ ასეთ ენთუზიაზმს, დიდი პატივია აქ ყოფნა, სანაპირო დაცვის პროგრესს გავეცანით დღეს ჩვენ, ვეწვიეთ გემებს, შევხვდით ოფიცრებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე საბორდაჟო გუნდს, რომელმაც ტრენინგი გაიარა ნატოსთან, ხაზი გავუსვით იმას, რომ ემსახურება უსაფრთხოებისა და უშიშროების უზტენვოლყოფას რეგიონში და ძალზედ მოხარული ვარ ბათუმში ყოფნით, სასიამოვნო ამინდით, რომელიც აქ დამხვდა, ბრიუსელში წვიმიანი დღეების შემდეგ”- განაცხადა ნატოს” გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა.

აღნიშნული ხომალდები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს, გაზრდის ქვეყნის სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს, ამასთან, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო საზღვაო მისიებსა და შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

“ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მკაფიო სიგნალი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მოხარული ვარ, რომ შევხვდი და გავეცანი გენერალური მდივნის მოადგილეს, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ელჩებს, დავათვალიერეთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გადმოცემული ორი ხომალდი ჰაილენდის კლასის, რომელიც გადმოეცა შსს-ს სანაპირო დაცვას, აქვე მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია, ჩვენ ჩართულები ვართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. შსს პასუხისმგებელია შავი ზღვის აუზის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ეს გემები მაქსიმალურად ჩართული ამ მიმართულებით, რათა გავაძლიეროთ უსაფრთხოება ჩვენი ქვეყნის.”-განაცხადა გომელაურმა

კითხვაზე იგეგმება თუ არა საქართველოსთვის ნატოს მხრიდან, ან რომელიმე წევრის მხრიდან საქართველოსთვის დამატებით ხომალდების გადმოცემა, გომელაურმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა ჯერ დაზუსტებით ვერაფერს იტყვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად